ვენეციის კომისია თბილისში შეხვედრებს განაგრძობს. ვენეციის კომისიის დელეგაციამ შეხვედრა უკვე გამართა საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან. პრეზიდენტთან შეხვედრამდე კომისიის წევრები საქართველოს პარლამენტში იმყოფებოდნენ და შევხედრები გამართეს როგორც “ქართული ოცნების”, ისე ოპოზიციონერ დეპუტატებთან.
ცნობილია, რომ ვენეციის კომისიის დელეგაცია, საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დასასრულს, პრესკონფერენციას გამართავს.