შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი რადიო თავისუფლებისთვის მიცემულ ინტერვიუში განმარტავს, რას გულისხმობს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება. დიპლომატმა თქვა, რომ აშშ ურჩევს მთავრობებს ყველა შემთხვევასთან მიმართებით აშშ-ის სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომ საქმე გამოიძიონ.
ამერიკის შეერთებულმა შტატების ხაზინამ საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს სანქციები 14 სექტემბერს დაუწესა. ხაზინის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ფარცხალაძე ქართველი რუსი ოლიგარქია, რომელზეც გავლენა რუსეთის უშიშროების სამსახურს აქვს. ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ეფესბე“ ოთარ ფარცხალაძეს ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ გავლენის მოხდენისთვის იყენებდა.