არ ვეთანხმებით, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოიყენოს | 14.11.2023

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ოკუპირებულ აფხაზეთში, ოჩამჩირეში, რუსული სამხედრო ფლოტისთვის, მუდმივი ბაზის მოწყობასთან დაკავშირებით ამბობს, რომ არ ეთანხმებიან საკთხს, რომ რუსეთმა სეპარატისტული ტერიტორიები სამხედრო ბაზების მოსაწყობად გამოიყენოს.

5 ოქტომბერს გამოცემა Известия – ში ასლან ბჟანიას ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც იგი ამბობს, რომ დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, კერძოდ ოჩამჩირის რეგიონში, რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზის მოწყობა იგეგმება. მისივე ცნობით, “შეთანხმებას” მხარეებმა უკვე მოაწერეს ხელი. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა და ბჟანიას განცხადებას შემაშფოთებელი უწოდა. საზღვაო ფლოტის მოსაწყობად აქტიური სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.