ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა | 13.11.2023

“ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რობინ დანიგანს შეხვდა.შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტებს შორის და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.

“ქართული ოცნების” პრესსამსსახურის ინფორმაციით ირაკლი კობახიძე იმედოვნებს რომ რობინ დანიგანის ელჩობის პირობებში, ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობა და თანამშრომლობა მნიშვნელოვნად განმტკიცდება და გაღრმავდება.