“გადამგდები მმართველი პარტია” – “ოცნების” მხრიდან ბარიერის დაწევის დაპირება ძალაში აღარაა | 13.11.2023

მმართველი პარტია ბარიერის 2%-მდე დაწევის საკითხს არ განიხილავს. ევროკომისიისგან დადებითი რეკომენდაციის მიუხედავად, ოცნება 2024 წელს არჩევნების მოქმედი კანონმდებლობით 5 პროცენტიანი ბარიერით ჩატარდებას აპირებს.

ქართული ოცნების დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ დაპირება 2022 წლის დეკემბერზე იყო გათვლილი, თუმცა ოპოზიციამ არა თუ შეამცირა რადიკალიზაცია, არამედ რევოლუციური სცენარების დაგეგმვას ცდილობდა. მმართველი გუნდი ამტკიცებს, რომ მრავალპარტიული პარლამენტი ეფექტური ვერ იქნება და რადიკალურ ოპოზიციას ვერ მისცემენ საშუალებას, საკანონმდებლო ორგანო ცირკად აქციონ.

ამჟამინდელი კანონმდებლობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების 5%-იანი ბარიერით ჩატარებას ითვალისწინებს. მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდოდატი ქვეყნის სტატუსს ევროკომისიის საბოლოო გადაწყვეტილება დეკემბერში გახდება ცნობილი, მანამდე კი 8 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა.