ღარიბაშვილმა საფრანგეთში მშვიდობის ფორუმზე მშვიდობის შესახებ ჩვეული რიტორიკით ისაუბრა | 10.11.2023

ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთში მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას მშვიდობის შესახებ ჩვეული რიტორიკით ისაუბრა. ღარიბაშვილმა თქვა, რომ “ოცნების” ხელისუფლებამ მიაღწია უწყვეტ და უპრეცედენტო მშვიდობასა და სტაბილურობას ქვეყანაში. პრემიერმა ფორუმის ფარგლებში ასევე ისაუბრა ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციაზე და აღნიშნა, რომ ეს შედეგი “ოცნების” პოლიტიკის დამსახურებაა.