საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა- როთი | 10.11.2023

ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი, ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაციას შეეხება. სოციალურ ქსელში მაიკლ როთი წერს რომ საქართველოს ხელისუფლბამ ძალიან ცოტა გააკეთა კანდიდატის სტატუსისთვის და რომ ქართული ოცნება ევროკავშირის ღირებულებებს დაშორდა.

“საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან ცოტა გააკეთა იმისთვის, რომ კანდიდატის სტატუსი დაემსახურებინა – ის დაშორდა ევროკავშირის ღირებულებებს. ამიტომ, რეკომენდაცია კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე, უნდა იქნას გაგებული, როგორც საჩუქარი პროევროპული სამოქალაქო საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობისა და მოსახლეობისთვის”, – წერს მაიკლ როთი.

2022 წლის ივნისში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12 პრიორიტეტი განუსაზღვრა. ევროკომისიამ ორი დღის წინ 8 ნოემბერს, გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ევროკომისიის მიერ რეკომენდაციის გაცემის შემდეგ საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო დეკემბერში მიიღებს.