სალომე ზურაბიშვილს იმედი აქვს, რომ 2024 წლის არჩევნები საქართველოში დემოკრატიულად ჩატარდება და ის ქვეყანას კოალიციურ მმართველობამდე მიიყვანს. ამის შესახებ საფრანგეთში მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა „France 24”-თან ინტერვიუში თქვა. ჟურნალისტმა ზურაბიშვილს ევროკომისიის პირველად ანგარიშთან დაკავშირებითაც ჰკითხა, ხომ არ შეუშლის საქართველოს პრორუსული მთავრობა ხელს რეფორმების განხორციელებას. ამ კითხვის საპასუხოდ პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს საქართველოს მოსახლეობაზეა დამოკიდებული.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – გააკვირვა თუ არა პრორუსად მიჩნეული ღარიბაშვილის განცხადებამ იმის შესახებ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ისტორიული გამარჯვებაა. ზურაბიშვილი პასუხობს, რომ ამ განცხადებამ ის გაახარა. მისივე თქმით, თუ საპარლამენტო არჩევნების შედეგად ქვეყანას ახალი კოალიციური მთავრობა ეყოლება, გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ.