ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების ფაქტებზე რეზოლუციის მიღებას ითხოვს. ევროდეპუტატმა ინიციატივა ევროპარლამენტის სხდომაზე გააჟღერა. მოგვიანებით ანა ფოტიგამ სოციალურ ქსელ ტვიტერზე დაწერა, რომ ევროკომისია აღნიშნულ რეზოლუციას კენჭს ნოემბრის სესიაზე უყრის.