მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას – სალომე ზურაბიშვილი | 08.11.2023

მიხარია ქართველ ხალხთან ერთად – ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშივლი სოციალურ ქსელ twitter-ზე, ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას რეკომენდაცია გაუწია.

“მიხარია ქართველ ხალხთან ერთად და მივესალმები ევროკომისიის პოზიტიურ რეკომენდაციას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. როგორც პრეზიდენტი, გავაგრძელებ უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, ჩემი როლის შესრულებას, როგორც პროევროპელი ლიდერი, რათა ხელი შევუწყო და გავაგრძელო ჯერ კიდევ საჭირო რეფორმები”, – წერს სალომე ზურაბიშვილი twitter-ზე.