საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით რეკომენდაციის გაცემას, მთავრობის ადმინისტრაციაში საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. “ისტორიული გამარჯვება და აღიარება” – ასე შეაფასა პრემიერიმა ევროკომისიის გადაწყვეტილება. ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.
ღარიბაშვილის შეფასებით, მიუხედავად უამრავი წინააღმდეგობისა თუ დესტრუქციული ქმედებებისა, ქვეყანამ ევროკავშირისგან დამსახურებული გადაწყვეტილება მიიღო. მისი შეფასებით, დღევანდელი გადაწყვეტილება არის ძალიან ძლიერი წინგადადგმული ნაბიჯი ევროინტეგრაციის გზაზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საბოლოო მიზანი, ევროკავშირში ჩვენი ქვეყნის სრული ინტეგრაციაა.