საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოფელ კირბალში ჩავიდა და ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახს მიუსამძიმრა. სალომე ზურაბშივლს სოფელ კირბალში მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. გინტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიცია.
მანამდე, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშივლმა რუსი ოკუპანტების მიერ მოკლულ თამაზ გინტურის ოჯახსა და სრულიად საქართველოს ორბელიანებისს ასახლეში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე ერთადერთი პასუხი არის მშვიდობა ევროპაში. პრეზიდენტმა თქვა, რომ არ მთავრდება რუსეთის ერთგვარი საუკუნოვანი პოლიტიკა – ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა და გატაცება.