კირბალთან ოკუპანტების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას “ოცნებას” აკისრებს | 07.11.2023

სოფელ კირბალთან, საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობაზე ოპოზიცია პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ამბობენ, რომ ოკუპანტი რუსეთის ქმედებები “ქართული ოცნების” კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგია.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ “ქართული ოცნება”, რომელიც ახლა პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას ცდილობს და ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს, რუსეთის ნარატივს იმეორებს.

“ქართულ ოცნებაში” აცხადებენ, რომ მომხდარი რუსეთის განგრძობითი ოკუპაციის შედეგია. გარდა ამისა მმართველ პარტიაში წინა ხელისუფლების ბრალეულობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის ოკუპაცია არის უმძიმესი მემკვიდრეობა, რაც წინა ხელისუფლებამ დატოვა.