ცრუ დაპირებები ხელისუფლებისგან – რას ამბობენ აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლები | 06.11.2023

აუტიზმის მქონე ბავშვები თითქმის ორი თვეა ვერ იღებენ მათთვის აუცილებელ სერვისებს – ვერ უტარდებათ თერაპიები და ამის გამო, სახეზეა რეგრესი. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების მშობლები მოითხოვენ, დროულად აღდგეს თერაპიული სესიები მათი შვილებისთვის. მშობლების თქმით, მათი შვილების ჯანმრთელობისთვის თოთოეულ დღეს აქვს მნიშვნელობა, სახელმწიფო კი ბავშვებს თერაპიულ სესიებს სექტემბრის შემდეგ არ აწვდის. თერაპიული სესიები მას შემდეგ შეწყდა, რაც თბილისში, ილიას უნივერსიტეტის C კორპუსში არსებული „ბავშვთა განვითარების ინსტიტუტი“ შენობის ავარიულობის მიზეზით დაიხურა.

ირკვევა, რომ თვე ნახევრის წინ დახმარება სთხოვეს პრემიერ მინისტრსაც, თუმცა უშედეგოდ. ერთ-ერთი მშობლის, მარი კორკოტაძის თმით, საუბარი იყო ალტერნატიული ფართის მოწყობაზეც, თუმცა პროცესი მუდმივად დროში იწელება. კორკოტაძე პრემიერ-მინისტრის მრჩეველს ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, ნიკო თათულაშვილს ცრუ დაპირებებში ადანაშაულებს.

25 სექტემბერს, აუტიზმის მქონე ბავშების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციას ოფიციალური განცხადებით მიმართეს და პრემიერ-მინისტრს ალტერნატიული ფართის გამოყოფა სთხოვეს.