მიხეილ სააკაშვილის მიერ ბოლო სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადება “ნაციონალურ მოძრაობაში” ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა რომ თუ ვინმეს სურს პარტიის შიგნიდან მისი ლანძღვა, სჯობს, დატოვოს “ნაციონალური მოძრაობა”. ამ განცხადების შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დაადასტურა, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოზე გაკეთებულ განცხადებაში ნიკა მელიას გულისხმობდა.
თუმცა, გუშინ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სოციალურ ქსელში სასამართლოზე გაკეთებული საკუთარი განცხადება განმარტა და თქვა, რომ პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე საუბრობდა, ხოლო ნიკა მელიაზე და მის გუნდზე მაღალი წარმოდგენისაა.