დიდად ვაფასებ თქვენს მხარდაჭერას – ღარიბაშვილის შეხვედრა ევროკავშირი სპეციალურ წარმომადგენლებთან | 06.11.2023

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების სპეციალურ წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს ევროინტეგრაციაზე იმსჯელეს. ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა აღმოსავლეთ პარტნიორობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ჩამოყალიბების დღიდან დღემდე აღმოსავლეთ პარტნიორობა ძლიერი მექანიზმია საქართველოსთვის.

შეხვედრაზე ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხებში დირკ შუბელმა აღნიშნა, რომ სამომავლო ნაბიჯების კუთხით ორივემ – უკრაინამაც და მოლდოვამაც – ისევე, როგორც საქართველომ სამომავლოდ შეიძლება კარგად გამოიყენონ აღმოსავლეთ პარტნიორობა.