საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ტვიტერზე-ზე წერს, რომ ევროკავშირის გაფართოება აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხია.
“გაფართოება არის აგრესიასა და დესტაბილიზაციაზე მკაფიო პასუხი და კიდევ უფრო ნათელია, რომ საქართველოს ევროპულ მომავალს ალტერნატივა არ აქვს”, – წერს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ამ პოსტით გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის, განცხადებას ეხმაურება, რომელმაც თქვა, რომ ევროკავშირის გაფართოება რუსეთის უკრაინაში შეჭრის გეოპოლიტიკური შედეგი იქნება.