რა გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ სხედხართ? – ნიკა მელია ნაცმოძრაობის დეპუტატ კაცებს | 31.10.2023

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარლამენტის სხდომათა დარბაზში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც „ოცნების“ დეპუტატებმა ირაკლი ბერაიამ და ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ კოლეგებს – თეონა აქუბარდიასა და ანი წითლიძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს, რომ აქვს კითხვა – როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს ენითაღუწერელ შეურაცხყოფას აყენებენ, როგორ უსმენენ ამას მშვიდად „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა დეპუტატები. ნიკა მელიას თქმით, პარლამენტში ყოფნა, დღეის მდგომარეობით, კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა.

“მაქვს ძალიან კონკრეტული კითხვა ნაციონალურ მოძრაობასთან, მის მენეჯმენტთან და განსაკუთრებით მამაკაც დეპუტატებთან; როდესაც ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს აყენებენ ენით აღუწერელ შეურაცხყოფას, პირდაპირ ეთერში, რა ძალა, რა მისია ან რა ვალდებულება გაჩერებთ მანდ, მშვიდად და წყნარად როგორ ან რა მიზნით სხედხართ? და ვინმემ არ თქვას ახლა, დეპუტატის მანდატი მიშას მოსანახულებლად გვჭირდებაო, ამ უფლებას რომ არ გაყენებინებენ ხომ ხედავთ?!12 პუნქტის შესრულებაც მოიხსნა დღის წესრიგიდან, არა შედეგის, არამედ უშედეგობის გამო; საგამოძიებო კომისიებიც ვერ შეიქმნა. პარლამენტში ყოფნა დღეის მდგომარეობით, რომ კონსტიტუციის ფარგლებს მიღმა მყოფი ოცნების ლეგიტიმაციაა, ეს ფაქტია, უბრალოდ პარლამენტში თუ ხართ, ღირსება მაინც გამოავლინეთ, რაიმე სიტუაციაში”, – ნიკა მელიას განცხადება.