პრეზიდენტის მიერ ამერიკული ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუს ქართულ ოცნებაში დამაზიანებლად მიიჩენვენ. მმართველ პარტიაში ამტკიცებენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, რაც მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა დადგინდა, ლეგიტიმაცია აღარ აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობის სახელით ისაუბროს. ოცნების ლიდერების შეფასებით სალომე ზურაბიშვილის გზავნილები სრულიად ჯდება იმ დამაზიანებელ ნარატივში, რომელსაც გარკვეული ძალები ქმნიან საქართველოს გარშემო.