„აბრეშუმის გზის ფორუმი“ თბილისში – რა განცხადებები გააკეთეს 4 ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა | 26.10.2023

თბილისში აბრეშუმის გზის ფორუმზე დასასწრებად აზერბაიჯანისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრები – ალი ასადოვი და ნიკოლ ფაშიანიანი ჩამოვიდნენ. ფორუმი ყოველწლიურად იმართება, წელს კი მისი მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. მთიან ყარაბაღში განვითარებული მოვლენების მიუხედავად, აბრეშუმის გზის ფორუმს სომხეთისა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრები ერთად ესწრებიან. თუმცა, როგორც ცნობილია, მათ შორის მოლაპარაკებების გამართვა არ იგეგმება. ღონისძიებაში, ასევე, მონაწილეობს მონტენეგროს მთავრობის მეთაური, დრიტან აბაზოვიჩი.