ვინ უშლის ხელს ოპოზიციური პარტიებიდან ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებას | 25.10.2023

პარტია “რესპუბლიკელების” თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ ოპოზიციის რიგებში არიან ადამიანები, რომლებიც ევროპელ პარტნიორებთან დახურულ კარს მიღმა საუბრობენ იმაზე, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება უნდა გადავადდეს. სამნიძის თქმით, ეს პოლიტიკური ფიგურები, აზიანებენ მთლიანად ოპოზიციური ფლანგის გზავნილს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი აუცილებლად სჭირდება. ხათუნა სამნიძე ამბობს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან სტატუსთან დაკავშირებით განსხვავებული გზავნილების გაზიარება უნდა შეწყდეს.

ბრალდება, რომლიც ხათუნა სამნიძემ გააჟღერა, ადასტურებს კიდევ ერთი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ხატია დეკანოძეც. თუმცა, ვინ არიან ის პოლიტიკური პარტიები და კონრეტული პირები ვინც სტატუსის მიღების მოწინააღმდეგეთა რიცხვშია არც ხატია დეკანოიძე და არც ხათუნა სამნიძე არ ასახელებენ.

ოპოზიციისაგან განსხვავებით მმართველი პარტიის ლიდერები ასახელებენ იმ ადამიანებს რომლებიც მათი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღებას ხელს უშლიან. ოცნებაში ამბობენ, რომ ეს ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობა“ ვაშაძესთან ერთად, „ლელო“ და ნიკა გვარამია.

მოგვიანებით საკიტხზე კომენტარი გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოშ. პაველ ჰერჩინსკი ამბობს რომ ის თბილისში, ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს შეხვედრია და ყველას, ვისაც კი ესაუბრა, როგორც მმართველი პარტიიდან, ისე ყველა ოპოზიციური პარტიიდან, ყველა ძალიან მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.