საქართველოში იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს – შოთაძე | 24.10.2023

საქართველოს გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, საქართველოში დააკავეს იტალიის მიერ წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, რომელსაც იტალიურ ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მონაწილეობა ედება ბრალად. როგორც შოთაძემ თქვა აღნიშნული პირი იტალიელია და მას საქართველოში, დანაშაულში თანამზრახველები არ ჰყოლია. მისივე თქმით, დაკავებული ექსტრადიციით იტალიას უახლოეს მომავალში გადაეცემა.