რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო საზღვაო ბაზის ყირიმიდან ოკუპირებულ ოჩამჩირეში გადმოტანასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა. ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის მეორე საპარლამენტო სამიტზე ონლაინ გამოსვლისას თქვა, რომ რუსები ყირიმიდან გარბიან, რადგან ამ ეტაპზე ოკუპანტებს აღარ აქვთ არც ერთი უსაფრთხო ლოჯისტიკური მარშრუტი არც ყირიმზე და არც შავი ზღვისა და აზოვის სანაპიროების ოკუპირებულ ნაწილებზე, რის გამოც პუტინი იძულებული გახდა თავისი შავი ზღვის ფლოტის ნარჩენები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაეტანა, თუმცა უკრაინა მის გემებს ყველგან მიწვდება.