არშემდგარი იმპიჩმენტის შემდეგ, პრეზიდენტი ოპოზიციური პარტიების ქალ დეპუტატს შეხვდა | 24.10.2023

საქართველოს პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციაში ყველა ოპოზიციური პარტიის ქალ დეპუტატს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა საქართველოს ევროინტეგრაცია იყო. შეხვედრიდან გამოსული ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშივლი სამომავლო გეგმებზე უახლოეს მომავალში თავად ისაუბრებს.

ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციატივით შედგა. გუშინ სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები მესამე სექტორის წარმომადგენლებთან გამართა.