გერმანიიდან ქართველების დეპორტაციის საფრთხე იზრდება – ოლაფ შოლცის განცხადება | 23.10.2023

გერმანიიდან ქართველების დეპორტაციის საფრთხე იზრდება. გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გამოცემა შპიგელთან ინტერვიუში საქართველო-მოლდოვას უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის საკითხზე ისაუბრა. შოლცმა თქვა, რომ ორივე ქვეყანას სურს ევროკავშირის წევრობა, ამიტომ შეუძლებელია ამ ქვეყნებში ადამიანებს სისტემურად დევნიდნენ. მისივე თქმით, გერმანია აძლიერებს ევროპის გარე საზღვრების დაცვასაც, რათა ნაკლებმა ხალხმა შეძლოს ევროპაში მოხვედრა.

“საქართველოსა და მოლდოვას კლასიფიცირებას უსაფრთხო ქვეყნებად ვახდენთ. ორივეს სურს გახდეს ევროკავშირის წევრი, შესაბამისად შეუძლებელია დავასკვნათ ამ ქვეყნებში სისტემური დევნის არსებობა. ვაძლიერებთ ევროპის გარე საზღვრების დაცვას, რათა უფრო ნაკლები ხალხი შემოვიდეს. ჩვენ შევთანხმდით ევროკავშირში სოლიდარობის ახალ მექანიზმზე: ლტოლვილები უნდა დარეგისტრირდნენ პირველ ქვეყანაში სადაც შევლენ, გერმანიისკენ დიდ მასებად დაძვრის ნაცვლად, სანაცვლოდ, მათ სამართლიანად გადაანაწილებენ მთელ ევროპაში. იმედია, ევროპარლამენტი ამ მექანიზმს უახლოეს თვეებში დაამტკიცებს”, – ოლაფ შოლცის განცხადება.