ნაცმოძრაობის მხარდამჭერების მსვლელობა თბილისიდან და ხმაური ჭორვილაში | 19.10.2023
საჩხერეში, სოფელ ჭორვილაში ხმაური და დაპირისპირება იყო. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა დაუპირისპირდა. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ადგილზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრების გამოჩენას მოჰყვა. ოპოზიციის წარმომადგენლები ჭორვილაში დილით თბილისიდან გაემგზავრნენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი მიზანია, ბიძინა ივანიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენონ, რომ არ დაუშვებენ ქვეყნის გარუსებას. ადგილზე სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული, ისინი ცდილობენ, მხარეები ერთმანეთს არ მიახლოვებულიყვნენ.