დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უშიშროების საბჭოს მდივნის, სერგეი შამბას თქმით, “აფხაზი საზოგადოება რუსული სამყაროს არის მორგებული”. შამბას მტკიცებით, აფხაზეთი რუსული სამყაროს შექმნაში მონაწილეობას და ამ სამყაროს ნაწილი უნდა რომ იყოს. მისივე თქმით, რუსული ენის წყალობით, აფხაზეთმა მსოფლიო კულტურა გაიცნო. როგორც გამოცემა “эхокавказа” წერს, შამბას ამ განცხადებას წინ უძღოდა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის, ინალ არძინბას განცხადება. მისი სიტყვებით, “რუსეთთან ურთიერთობის სავარაუდო მოდელი შესაძლებელია იყოს ასოცირებული სახელმწიფოს მოდელი: დამოუკიდებლობის შენარჩუნების პარალელურად, აფხაზეთი მზად არის რომ საგარეო და დაცვითი პოლიტიკა აწარმოოს, მათ შორის სასაზღვრო უსაფრთხოება რუსეთთან ერთად”.
“ჩვენ (რუსეთთან) ისეთი ურთიერთობა გვაქვს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საბჭოთა საზოგადოება დაინგრა, გრძნობები მაინც არსებობს. და აფხაზური საზოგადოება რუსულ სამყაროსთან არის მორგებული და მონაწილეობს რუსული სამყაროს შექმნაში. ჩვენ გვინდა ვიყოთ და ვართ ამ სამყაროს ნაწილი.უნდა ითქვას, რომ რუსულმა საზოგადოებამ აითვისა მრავალი ტრადიცია და კულტურული ელემენტი. და ეს გამდიდრება ორმხრივი იყო. დიდებულმა რუსულმა კულტურამ, რა თქმა უნდა, დიდი გავლენა იქონია ბევრი ერზე რუსული იმპერიისა და საბჭოთა კავშირის დროში. აფხაზეთი მუდმივად იპყრობდა რუსი შემოქმედებითი ინტელიგენციის, მწერლების, მხატვრებისა და სხვების ყურადღებას”, – სერგეი შამბას განცხადება.