საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ სალომე ზურაბიშვილი კვლავ „ოცნების“ ლიდერების თავდასხმის სამიზნეა. ამჯერად, პრეზიდენტი კონსტიტუციის არაერთგზის უხეშად და დემონსტრაციულად დაარღვევაში ირაკლი ღარიბაშვილმა დაადანაშაულა და სამარცხვინო უწოდა.
ღარიბაშვილი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესზე არავითარი გავლენა არ ექნება.
ღარიბაშვილი დღეს ჟურნალისტებს იმასაც უმტკიცებდა, რომ არ აინტერესებს, წავა თუ არა, მისი თქმით, ურეიტინგო სალომე ზურაბიშვილი „ოცნების“ ოპოზიციაში. პრემიერ-მინისტრმა ერთ დროს მისი გუნდის მიერ მხარდაჭერილ პრეზიდენტობის კანდიდატს 2018 წლის არჩევნებიც შეახსენა და თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტად სწორედ „ოცნებამ“ დანიშნა.