სხვა პლატფორმაზე გადასვლით აზერბაიჯანს სურს გააუქმოს უკვე შეთანხმებული პრინციპები – ფაშინიანი | 11.10.2023

ფაშინიანი წინააღმდეგია განიხილოს საქართველო აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პლატფორმად. სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კომენტარი გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის წინადადებაზე, განიხილოს საქართველო მოლაპარაკებების პლატფორმად.
ფაშინიანმა თქვა, რომ ალიევის წინადადება შეიძლება განიმარტოს, როგორც უკვე შეთანხმებული პრინციპების გაუქმების მცდელობა სხვა პლატფორმაზე გადასვლით, ახლა, როცა ბრიუსელში შეხვედრის გამართვის საკითხი განიხილება.

ფაშინიანის თქმით, პრინციპები უნდა იყოს შეთანხმებული, ხელმოწერილი და გამოცხადებული, რაც ცხადს გახდის დისკუსიის ჩარჩოს. ფაშინიანის თქმით, შიში იმისა, რომ აზერბაიჯანი შესაძლოა მართლაც ახალ ესკალაციას გეგმავს, სულ უფრო ძლიერდება.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ოქტომბრის პირველ კვირას თბილისში ვიზიტის დროს, საქართველოს პრემიერის შეთავაზებაზე, „მოკრძალებული წვლილი“ შეიტანოს სომხეთთან მილაპარაკებებში, უპასუხა: “ჩვენ გვჭირდება საქართველოს ჩართულობა ამ სიტუაციაში“.