მამუკა ხაზარაძემ ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა | 11.10.2023

პარტია “ლელოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს სასამართლოში უჩივლა. პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს,ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ შეიტანა. საქმე კობახიძის მიერ 10 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებას ეხება, როდესაც მამუკა ხაზარაძე ბიზნესების რეკეტში და ფულის გათეთრებაში დაადანაშულა.