ე.წ. „კარვების კანონპროექტი“ „ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო – ორდღიანი ხმაურიანი განხილვა | 05.10.2023

პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონში“ შესატან სადავო ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა, რასაც წინ კანონპროექტის ხმაურიანი განხილვა უძღოდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა სესიაზე დღეს კიდევ ერთხელ გააკრიტიკეს ე.წ „კარვების კანონპროექტი“ და თქვეს, რომ ცვლილებების მიზანი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვაა. ხელისუფლების ოპონენტებმა კანონპროექტის ერთ-ერთ ინიციატორს, გივი მიქანაძეს ცვლილებებთან დაკავშირებით კონკრეტული შეკითხვებიც დაუსვეს და სახელისუფლებო გუნდის რეალურ მიზანზეც მიანიშნეს. მათი თქმით, ივანიშვილის პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი არ მიიღოს.