მოდის თუ არა რევოლუცია – მწვავე პოლიტიკური განცხადებები სესიაზე, ისტორიული პროცესის პარალელურად | 03.10.2023

საკონსტიტუციო სასამართლოს ისტორიული პროცესის პარალელურად სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ მწვავე განცხადებები გაკეთდა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში. პოლიტიკური განცხადებები პარლამენტის სხდომათა დარბაზში ურთიერთბრალდებებისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. მთავარი თემა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი და “ოცნების” მიერ შეკრებისა და მანიფესტაციების კანონში შესატანი ცვლილებები იყო. ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს ფარსსა და შოუს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს ყველაფერი ოცნებამ კანდიდატის სტატუსის საბოტაჟისთვის წამოიწყო.

“ოცნებაში” კი იმეორებენ, რომ პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის ფაქტი ნათელია და იმპიჩმენტის პროცედურა ევროინტეგრაციის პერსპექტივაზე უარყოფით გავლენას ვერ მოახდენს.