იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ მოპასუხე სასამართლოში თავად სალომე ზურაბიშვილი | 02.10.2023

საქართველოს პრეზიდნეტი ბელგიის მეფეს წერილით მიმართავს და აღნიშნავს, რომ ევროპალია საქართველოს ღონისძიებას ვერ დაესწრება. ამის მიზეზად ის ერთი მხრივ, მთავრობის “დაუსაბუთებელ უარს”, ხოლო მეორე მხრივ იმპიჩმენტის საკითხზე ჩანიშნულ არსებით განხილვას ასახელებს. ზურაბშივლი ამის გამო ბოდიშს იხდის და მეფე ფილიპეს მიმართავს თხოვნით, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადასცეს ერთმნიშვნელოვანი გზავნილი საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციის სურვილის შესახებ.

“გულწრფელ გულისტკივილს გამოვხატავ იმის გამო, რომ მიწევს უარის თქმა ჩემი ქვეყნისათვის როგორც კულტურული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობის მქონე ღონისძიების, „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციაში თქვენთან ერთად მონაწილეობაზე. ევროპის გულში საქართველოს ევროპული კულტურისა და იდენტობის წარდგენა სწორედ იმ დროს, როდესაც წყდება ისეთი საკვანძო საკითხი, როგორიც არის ჩვენთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, ევროპელ ხალხებსა და ლიდერებს გადავცეთ ერთმნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც არის ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრაციის სურვილი. თქვენო უდიდებულესობავ, გთხოვთ, მერწმუნოთ, რომ გულწრფელი სურვილი მქონდა საქართველო უმაღლეს დონეზე ყოფილიყო წარმოდგენილი ჩვენი ორი ქვეყნის ურთიერთობებში ახალი მნიშვნელოვანი ფურცლის გადაშლისას, ისე, როგორც 2021 წლის 21 იანვარს ჩვენი შეხვედრისას შევთანხმდით. სამწუხაროდ, ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი – ერთი მხრივ, მთავრობის დაუსაბუთებელი უარი ღონისძიებაში მონაწილეობის შესახებ ჩემს წინადადებაზე, მეორე მხრივ, სწორედ 3 და 4 ოქტომბერს ჩანიშნული საკონსტიტუციო სასამართლოში ჩემი იმპიჩმენტის თაობაზე წარდგინების განხილვა – აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. თქვენო უდიდებულესობავ, მსურს გულწრფელი ბოდიში მოვიხადო ჩემგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი ფაქტორების გამო, რომლებიც, სამწუხაროდ, ბოლო წამს აუცილებელს ხდის იმ საპროტოკოლო გადაწყვეტილებების შეცვლას, რომლებზეც დიდი ხანია მიმდინარეობს მუშაობა”, – საქართველოს პრეზიდენტის წერილი ბელგიის მეფე ფილიპეს.