ლავროვის ქება „ოცნებას“ – შედგა თუ არა ფარული მოლაპარაკება ღარიბაშვილის მთავრობასა და კრემლს შორის | 28.09.2023

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ადასტურებს, რომ საქართველოსთან ფრენების აღდგენასა და ვიზების გაუქმებაზე კრემლი უშუალოდ ღარიბაშვილის მთავრობასთან შეთანხმდა. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რუსულ პროპაგანდისტულ მედიასთან, „ტასთან“, ინტერვიუში გააკეთა. ლავროვმა შეაქო „ოცნების“ ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაც და თქვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება დაინტერესებულია რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის შემოღება, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას ბევრად უფრო კომფორტულს ხდის.

სერგეი ლავროვმა რუსულ-ქართული ურთიერთობების დაძაბვაში, ტრადიციულად, მიხეილ სააკაშვილი დაადანაშაულა და თქვა, რომ სააკაშვილმა ამერიკის წაქეზებით ოსებზე ხელი აღმართა. „ტასთან“ ინტერვიუში იმ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, თქვა, რომ რუსეთს „ქართველი ხალხი მართლა უყვარს“.