იმპიჩმენტის საკითხის სასამართლოში განხილვამდე სალომე ზურაბიშივლი ევროპულ ტურნეს განაგრძობს | 27.09.2023

პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვამდე სალომე ზურაბიშივლი ევროპულ ტურნეს განაგრძობს – საქართველოს პრეზიდენტი ვილნიუსში ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას შეხვდა. შეხვედრის ამსახველ ფოტოებს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზურაბიშვილი ბალტიისპირეთში მისი ევროპული ტურნეს ფარგლებში იმყოფება, რომლის მთავარი მიზანი, საქართველოს ევროპული კურსის მხარდაჭერაა. პრეზიდენტმა შეხვედრები უკვე გამართა ლატვიისა და ესტონეთის პრეზიდენტებთან.