რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს | 25.09.2023

რუსული ავიაკომპანია “აზიმუტი” მოსკოვიდან ბათუმისა და სოჭიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს იწყებს – ავიაკომპანია “აზიმუტის” ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით ფრენები “ვნუკოვოს” აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით 9 ოქტომბრიდან დაიწყება, სოჭიდან თბილისის მიმართულებით კი 11 ოქტომბრიდან.

სოჭი-თბილისი- სოჭის ფრენები ოთხშაბათს და შაბათს, ხოლო მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვის ფრენები ორშაბათსა და ხუთშაბათობით განხორციელდება.

მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების შესრულების ნებართვა ორ რუსულ და ერთ ქართულ ავიაკომპანიას მიეცა. ამჟამად „აზიმუტი“ მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით კვირაში შვიდჯერ დაფრინავს. რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის ფრენებს „აზიმუტის“ გარდა, Georgian Airways-ი (თბილისი-მოსკოვი-თბილისი) და Red Wings-ი (მოსკოვი-ქუთაისი-მოსკოვი, სოჭი-თბილისი-სოჭი) ახორციელებს.