ღარიბაშვილი ბაიდენისა და მისი მეუღლის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებაზე | 22.09.2023

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშივლი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯოზეფ ბაიდენისა და მისი მეუღლის, ჯილ ბაიდენის სახელით მსოფლიო ლიდერების პატივსაცემად გამართულ მიღებას დაესწრო. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჯო ბაიდენთან შეხვედრას „ტვიტერზე“ ეხმაურება. პრემეირი სოციალურ ქსელში წერს, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.

ირაკლი ღარიბაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პრემიერ-მინისტრს – ქსავიე ბეტელს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და წლის ბოლოს, ევროკავშირისგან ჩვენი ქვეყანა დამსახურებაზე დაფუძნებული, სამართლიანი გადაწყვეტილების მოლოდინშია.

პრემიერმა ასევე შეხვედრები გამართა მალტის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ აბელასთან და საუდის არაბეთის სამეფოს ტურიზმის მინისტრ აჰმედ ალ ხატიბთან. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში 16 სექტემბერს გაემგზავრა.