პარლამენტის სესია დღეს პოლიტიკური განცხადებების, კამათისა და ურთიერთბრალდებების ფონზე მიმდინარეობდა. “ეფესბეს” აგენტობაში დადანაშაულებული ფარცხალაძის სკანდალი, დეპუტატებს შორის დაპირისპირების მთავარი თემა იყო. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც სტრატეგია აღმაშენებლის დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ სიტყვით გამოსვლისას მმართველ უმრავლესობას ფარცხალაძის ფილიალი უწოდა.
პოლიტიკური განცხადებების ერთ–ერთი თემა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაც იყო. მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციების შესრულების კუთხით პროგრესი აქვს და ოპონენტებს კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებს.