ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს, მიმოიხილეს ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგები და სამომავლოდ თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები დასახეს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. პრემიერის თქმით, საქართველომ და თურქეთმა თანამშრომლობის მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, რაც აისახა როგორც ეკონომიკურ, ისე პოლიტიკურ განზომილებაში. ირაკლი ღარიბაშვილმა აქცენტი გააკეთა რეგიონში პრობლემური საკითხების მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით დარეგულირების მნიშვნელობაზე.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მთავრობის სტრატკომის ინფორმაციით ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ, მაღალი დონის შეხვედრებს მართვას. ღარიბაშვილი ნიუ-იორკში, ვიზიტის ფარგლებში, გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიის გენერალური დებატების მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.