შოვის ტრაგედიისას დაღუპულთა ოჯახები ერთჯერადი დახმარების სახით თითოეულ დაღუპულზე 20 ათას ლარს მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. იმავე ოდენობის თანხას მიიღებენ გურიაში განვითარებული მეწყრული პროცესების გამო დაღუპულთა ოჯახები.