საქართველოში სტატუსშეჩერებულ 30 ათას სტუდენტს დავალიანება გაუნულდება – განცხადება ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა. სტუდენტებს, რომლებსაც დავალიანების გამო სწავლის გაგრძელების უფლება ჩამორთმეული ქონდათ, თანხას ბიუჯეტი დაუფარავს.
მთავრობისგან ამ გადაწყვეტილების მიღებას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ ოპოზიციური პარტიები. თუმცა, ღარიბაშვილმა სტუდენტების დახმარება მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ამერიკულ უნივერსიტეტში მისი შვილის სწავლისა და ჩარტერული რეისით მგზავრობის გამო სკანდალი ატყდა. მას შემდეგ ღარიბაშვილმა სტუდენტებთან დაკავშირებით კიდევ ერთი გადაწყვეტილება მიიღო. 11 სექტემბერს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ 150-ლარიანი ყოველთვიური სტიპენდია, რომელსაც სახელმწიფო 5 ათას სტუდენტს აძლევს, 300 ლარამდე გაიზარდა. ოპოზიცია ამ გადაწყეტილებებს პოპულისტურს უწოდებს და ამბობენ რომ ეს მისი დანაშაულებრივი ჩარტერული რეისის გადაფარვის მცდელობაა.
ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ბოლოს აშშ-ში გაემგზავრა თავის ვაჟთან ერთად, რომელსაც პენსილვანიის უნივერსიტეტში სასწავლო წელი ეწყებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ჩარტერული რეისი, რომელსაც პრემიერი შვილთან ერთად მიჰყავდა თბილისიდან მიუნხენში, სამთავრობო თვითმფრინავით შესრულდა. საზოგადოებაში არსებული კითხვების საპასუხოდ მოგვაინებით სახელმწიფო დაცვის სამსახურმა განმარტა, რომ ევროპამდე ჩარტერული ფრენის საფასური – 34 ათას ევრო პრემიერის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.