ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე მაღაზია „უნივერსამში“ გვიან ღამით სროლის ხმა იყო. 50 წლამდე მამაკაცი მაღაზიაში შეიარაღებული შეიჭრა და თანხას ითხოვდა. ბრალდებული მიმალვის მცდელობისას სამართალდამცველებს არ დაემორჩილა და მათი მისამართით გაისროლა, რა დროსაც პოლიციელებმა ის განაიარაღეს და დააკავეს. მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ყაჩაღობის გზით დაუფლებული ფული და დანაშაულის ჩადენის იარაღი პოლიციის მიერ ნივთმტკიცებადაა ამოღებული. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია.