დედას ქონების გადაფორმებას სთხოვდა – მუქარისა და გამოძალვისთვის 1 პირი დააკავეს | 13.09.2023

დაკავებულია 50 წლის კაცი, რომელიც ხანდაზმულ დედას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ბრალდებული დედას თბილისსა და ახმეტაში მის საკუთრებაში არსებული 170 ათასი ლარის ღირებულების საცხოვრებელი სახლების თავის სახელზე გადაფორმებას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი გამოძალვის და მუქარის ბრალდებით დააკავებულს, 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.