ბრიტანეთს სატრანზიტო სავიზო რეჟიმი შემოღებული აქვს 100-ზე მეტ ქვეყანასთან – საგარეო | 13.09.2023

დიდმა ბრიტანეთმა შესწორება შეიტანა მიგრაციის შესახებ 2014 წლის ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს გაერთიანებულ სამეფოში სატრანზიტო ვიზა დასჭირდებათ. ცვლილება ძალაში 8 სექტემბრიდან შევიდა. ინფორმაციას პორტალი NewlandChase ავრცელებს.

NewlandChase-ის თანახმად, როგორც წესი, ნორმატიული აქტი ბრიტანეთში ძალაში შედის მისი პარლამენტში წარდგენიდან 21 დღეში. მიზეზი, რის გამოც აქტი პარლამენტისადმი წარდგენიდან მომდევნო დღეს ამოქმედდა, მდგომარეობს იმაში, რომ შიშობდნენ, ცვლილების ძალაში შესვლამდე მნიშვნელოვნად გაიზრდებოდა საქართველოსა და რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც დიდი ბრიტანეთში მოხვედრისას თავშესაფარს მოითხოვდნენ. 2018 წლიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქეებს უცვლელად უკავიათ პირველი ადგილი ბრიტანული სატრანზიტო პირობების ბოროტად გამოყენებით თავშესაფრის მოთხოვნის მიხედვით.
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო იმედოვნებს, რომ ცვლილებით შეამცირებს იმ მოქალაქეთა რიცხვს, რომლებიც ბრიტანეთში ტრანზიტის საფუძვლით სხვა ქვეყანაში მიემგზავრებიან და სინამდვილეში თავშესაფარს ითხოვენ.