25 გატაცებული და “ბორდერიზაციის” 28 შემთხვევა იანვრიდან დღემდე – შეხვედრა ერგნეთში | 12.09.2023

25 გატაცებული მოქალაქე, მათგან 4 ამ დრომდე პატიმრობაში რჩება და ე.წ. ბორდერიზაციის 28 შემთხვევა იანვრიდან დღემდე – ასეთია საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება. მხოლოდ ბოლო ორი თვის განმავლობაში, შეიარაღებულმა ფორმირებებმა საქართველოს 12 მოქალაქე გაიტაცეს და ბორდერიზაცია 14-ჯერ განაახლეს. ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზთან ბოლო ორი თვის განმავლობაში განვითარებული მოვლენები განიხილეს. მთავარი საკითხი უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება იყო.