საზღვარზე არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი გადმოიტანა – დააკავეს უცხო ქვეყნის მოქალაქე | 12.09.2023

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბრილიანტების კონტრაბანდის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადმოიტანა 46 ათას ლარზე მეტის საბაჟო ღირებულების სხვადასხვა არადეკლარირებული ბრილიანტის ქვები და ოქროს ბეჭედი. დანაშაული 5-დან 7-წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.