ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი საქართველოშია. როგორია საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე – ამ საკითხზე დისკუსიისთვის ევროპელი პოლიტიკოსი საქართველოში 2 დღით დარჩება.
ვიზიტის ფარგლებში ჯოზეფ ბორელს საქართველოს პრემიერ მინისტრს და პრეზიდენტსაც შეხვდება. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს. დაგეგმილი შეხვედრა ოპოზიციურ სპექტრთანაც.