სტამბოლში წყალდიდობის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა | 06.09.2023

თურქეთში, ბულგარეთსა და საბერძნეთში ძლიერ წვიმასა და წყალდიდობებს, სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა. მათ შორის არიან დამსვენებლები, რომლებიც ჩრდილო-დასავლეთ თურქეთის ერთ-ერთ პროვინციაში დაიღუპნენ.

სამშაბათის, ღამით, თურქეთის უდიდესი ქალაქის, სტამბოლის ორ უბანში წყალდიდობამ ქუჩები და სახლები დატბორა. დაღუპულია, მინიმუმ, ორი ადამიანი. ზოგიერთი მეტროსადგური დაიხურა.

თურქეთის ჩრდილ-დასავლეთში, ქირქლარელის პროვინციაში წყალდიდობას, ბოლო ინფორმაციით, სამი ადამიანი ემსხვერპლა. დატბორილია ტერიტორია, სადაც დასასვენებელი კოტეჯებია განლაგებული. 3 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ. სტიქიის დროს ადგილზე 12 დამსვენებელი იმყოფებოდა.