შოვში, სტიქიის ზონაში ორ დაკარგულ არასრულწლოვანს ამ დრომდე ეძებენ. ონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, სამძებრო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს როგორც სტიქიის ზონაში, ასევე მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტებში. სამუშოები მიმდინარეობს გუმათჰესის ტერიტორიებზეც. მისივე თქმით, ვიდრე მცირე შანსიც კი იქნება იმისა, რომ ნანახი იქნას ცხედრები, სამუშაოები გაგრძელდება. ამ დროის მონაცემებით, სტიქიური უბედურებიდან 29-ე დღეს, ნაპოვნია 31 ადამიანის ცხედარი და ყველა მათგანი იდენტიფიცირებულია.