მმართველი პარტია სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს იწყებს. გადაწყვეტილება პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ გამოაცხადა. კობახიძემ მიზეზად სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნე დაასახელა, სადაც პრეზიდენტი მთავრობის უარის მიუხედავად მაინც წავიდა. ამით ოცნების აზრით პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია. კობახიძე ამბობს, რომ მართველი გუნდი პარლამენტში იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმას ვერ აგროვებს, თუმცა პროცესს მაინც იწყებს.
კობახიძის აზრით ზურაბიშვილმა იცის, რომ სტატუსის მინიჭების პერსპექტივა გაზრდილია და სურს ქულები თავად დაიწეროს .კობახციძის თმით საქართველოს პრეზიდენტის ნებისმიერი ევროპული ვიზიტი კონტრპროდუქტიულია საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით და პირდაპირ უპირისპირდება საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, საქართველოსსტატუსი მიენიჭოს. კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტსა და “რადიკალურ ოპოზიციას” საერთო “პატრონი” ჰყავთ. მისი განცხადებით, პრეზიდენტიც და ოპოზიციის ნაწილიც პირდაპირ ლობირებს სტატუსის წინააღმდეგ.
ოცნება პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივლებს.მმართველი პაერტია უახლოეს დღეებში შეიტანენ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩლს. კობახიძე ამბობს, რომ სასამართლოს 1-თვიანი ვადა აქვს, რომ საკუთარი დასკვნა წარმოადგინოს კონსტიტუციის დარღვევის თაობაზე – დასკვნა, სავარაუდოდ ოქტომბრის პირველ რიცხვებში იქნება, შუა რიცხვებში შედგება იმპიჩმენტის საბოლოო კენჭისყრა.
პრეზიდენტის პირველი რეაქცია “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ იმპიჩმენტზე ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგის დასრულების შემდეგ 15 წუთში გამოჩნდა. სალომე ზურაბიშვილმა ინსტაგრამზე ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც აშკარად ევროპულ მატარებელში ზის. გერმანიიდან ბელგიაში მიემგზავრება. დღეს საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელს შეხვდა.